(video) გიორგი მარგველაშვილი: არასდროს ჩვენ არ შევეგუებით იმ ისტორიულ უსამართლობას და ვანდალიზმს

„არასდროს ჩვენ არ შევეგუებით იმ ისტორიულ უსამართლობას და ვანდალიზმს, რაც ხდება ჩვენს მიწა-წყალზე და ეს შეუგუებლობა მიგვიყვანს ჩვენ ჩვენი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე,“ – ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ მოსახლეობის კითხვებს.

პრეზიდენტი იმ კომპონენტებზე საუბრობს, რომელიც გავლენას ახდენს სასურველი მიზნის მიღწევაზე. გიორგი მარგველაშვილი ოკუპირებული ტერიტორიების დაუბრუნებლობის მთავარ მიზეზად რუსეთს ასახელებს.

„რუსეთის ჩვენ უნდა დავაკვირდეთ, ჩვენ უნდა კარგად შევისწავლოთ, რას ამბობენ რუსები. ისინი გვეუბნებიან ჩვენ ძალიან მტკივნეულ რამეს, მიიღეთ რეალობა. ეს არის გამიზნული პოლიტიკა იმისთვის, რომ შეარყიოს ჩვენი მდგრადობა, ჩვენი ერთიანობა და ჩვენი მიუღებლობა საქართველოს ოკუპაციის,“ – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რუსეთი საქართველოს მოსახლეობის შეხედულებებსა და რწმენაზე მანიპულირებას ცდილობს.

„რუსეთი ძალიან თანმიმდევრულია და გვეუბნება, იცით რაა, მიიღეთ ეს რეალობა და ამ რეალობიდან გამომდინარე გვესაუბრეთ. ბრძოლა მიმდინარეობს ჩვენი მოქალაქეების რწმენაზე,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

https://youtu.be/4_CaRHTnWw8

banner
წინა სტატიაშისაბორდერიზაციო ქმედებები გდულეთის მიდამოებში ივნისში მოხდა-რა ინფრომაციას ავრცელებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია
შემდეგი სტატიადღეს საუბარია იმაზე, რომ თურმე, დემოკრატია ძვირი უჯდება სახელმწიფოს – გიორგი მარგველაშვილი