კახი კალაძე: ბიძინა ივანიშვილი ჩემი დიდი მხარდამჭერია

ბიძინა ივანიშვილი ჩემი დიდი მხარდამჭერია – ეს განცხადება, “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ გააკეთა. ტვ “პირველის” ეთერში, თოქშოუ “რეაქციაში” საუბრისას თქვა, რომ მისი კანდიდატად დასახელება საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივა იყო. რაც შეეხება იმას, რომ ექსპრემიერი ივანიშვილი არ ერევა წინასაარჩევნო კამპანიაში დაკავშრებულია მხოლოდ იმასთან, რომ ის პოლიტიკურ პროცესებში აღარ მონაწილეობს.

კალაძე ამბობს, რომ ივანიშვილი “ქართული ოცნების” მხარდამჭერად რჩება. კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიაში კვლავ ჩაერთოს.

https://youtu.be/JrkA6QvKtcs

 

 

banner
წინა სტატიაშისანქტ-პეტერბურგი-თბილისის რეისზე, თვითმფრინავში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა
შემდეგი სტატიასაბორდერიზაციო ქმედებები გდულეთის მიდამოებში ივნისში მოხდა-რა ინფრომაციას ავრცელებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია