საბერძნეთში ბრიტანეთის სამი მოქალაქე დააკავეს, რომელთაც ცეცხლსასროლი იარაღები და ტყვიები აღმოაჩნდათ. სამივე ერაყშია დაბადებული, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი ეთნიკური ქურთია.
ორი საპორტო ქალაქ ალექსანდრუპოლისში დააკავეს. მანქანაში 18 ცეცხლსასროლი იარაღი და 20 ათასი ტყვია იპოვეს. მესამე თურქეთის საზღვართან დააკავეს. მანქანის მისაბმელში 8 რევოლვერი და 200 ათასი ტყვია იპოვეს. ყველა მათგანი თურქეთში მიდიოდა.
დაკავებულებს ბრალი ორგანიზებულ დამნაშავეთა დაჯგუფების შექმნაში დაედოთ. საქმეს ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილება იძიებს.