საბერძნეთში, 26 წლის ქართველი ახალგაზრდა წყალდიდობას ემსხვერპლა

 თესალონიკში, მიტილინის ქუჩაზე, 26 წლის ქართველი ბიჭი წყალდიდობის გამო დაიღუპა. ის მოვარდნილ ნიაღვარში მოხვდა და სამწუხაროდ, რეაგირება ვერ მოასწრო, ისე გაიტაცა წყალმა და შედეგად დაიხრჩო.

“თაიმერის” ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდა ბიჭი, ალეკო პირმისაშვილია, რომელიც საზღვარგარეთ დიდი ხნის განმავლობაში ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. 

ირკვევა, რომ ამ ამბავს ჰყავს გმირი, 22 წლის ბერძენი ბიჭი, რომელმაც, როგორც კი ქართველი ახალგაზრდის სხეული დაინახა, წყალში გადახტა და მის გამოყვანას ცდილობდა, რადგან იმედი ჰქონდა, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.

როგორც კი დავინახე, რომ იქ ადამიანი იყო, მაშინვე გავიქეცი. ვფიქრობდი, ახლა მას ვხედავ, აქ არის, რამდენიმე წუთში კი, ამგვარი დინების გამო, შესაძლოა თვალთახედვიდან დავკარგო და მერე საერთოდ ვერაფრის გაკეთება ვერ შევძლოთ,” ამბობს 22 წლის თანასი ცალტამპასი.

ახალგაზრდამ სხვებთან ერთად ცოცხალი ჯაჭვი შექმნა, 26 წლის ქართველი ბიჭის ნიაღვრიდან გამოიყვანა და პირველადი დახმარების გაწევა სცადა, სამედიცინო ბრიგადის მოსვლამდე, მაგრამ სამწუხაროდ, მისი გადარჩენა უკვე შეუძლებელი იყო.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ ყველაფრის გაკეთება უდიდეს სირთულეებთან იყო დაკავშირებული, რადგან წყალმა წალეკა მანქანებიც კი, ადამიანის წონა კი ამ შემთხვევაში არაფერი იყო.

ინფორმაციას ემიგრანტთა საინფორმაციო პლატფორმა ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშივოლსკიმ მეუფე სპირიდონს “თავდადებისთვის” მადლობა გადაუხადა
შემდეგი სტატიადევნილ ვეტერანთა 60 ოჯახს ქუთაისსა და ზუგდიდში ბინები გადაეცა