ვოლსკიმ მეუფე სპირიდონს “თავდადებისთვის” მადლობა გადაუხადა

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ყოფილ ხელმძღვანელს, მეუფე სპირიდონს “თავდადებისთვის” მადლობა გადაუხადა.

“ის სკანდალური, ისტერიკული პოზიცია, რაც ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარეობს, მიუთითებს იმაზე, რომ სიმართლის დადგენა კი არ უნდა ვინმეს, ზარალის მიყენება უნდა ეკლესიისათვის.

მადლობა უნდა ვუთხრათ ყველას, მეუფე სპირიდონსაც თავისი თავდადების გამო და ყველა სასულიერო პირს, ვინც ამ ხნის განმავლობაში ბავშვებს კეთილსინდისიერად და სიყვარულით ემსახურებიან. ცალკეული გადახრა, თუ ეს დაშვებული იქნა, არის ჩვენი საზოგადოების საზრუნავი, მაგრამ აქ განსხვავებულობა არ უნდა იყოს. სახალხო დამცველს, ეკლესიის და სახელმწიფოს წარმომადგენელს ერთი პოზიცია უნდა ჰქონდეს – ბავშვის ინტერესები უპირველეს ყოვლისა”, – თქვა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიბოკერია: თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, რომ რკინიგზა უბრალოდ არ უშვებს სახელმწიფო აუდიტს, ეს არის პირდაპირ დარღვევა ამ პრინციპის
შემდეგი სტატიასაბერძნეთში, 26 წლის ქართველი ახალგაზრდა წყალდიდობას ემსხვერპლა