“საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისკენ წინსვლა დაფიქსირდა”

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ირინა იმერლიშვილის განცხადებით, საბჭომ შექმნილი საფრთხეებიდან გამომდინარე თავდაცვის ორგანიზაციის საკითხებზე და კონკრეტულ სამხედრო გეგმებზე იმსჯელა.

მათ შორის, იმერლიშვილის განმარტებით, ზოგიერთი საკითხი კვლავ განხილვას საჭიროებს და აუცილებელია საგარეო საქმეთა მინისტრის ჩართულობა ამ საკითხების განხილვაში. იმერლიშვილი იმედოვნებს, რომ აღნიშნული გეგმები ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალის მიერ უახლოეს დღეებში იქნება ხელმოწერილი.

“გარდა ამისა, უშიშროების საბჭოს წევრებმა ნატო-ს მინისტერიალზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებითაც მიიღეს ინფორმაცია. იმ კომუნიკეზე, რომლიც მიიღო საქართველომ და ყველამ ერთად აღნიშნა, რომ დაფიქსირებულია წინსვლა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისკენ“, – განაცხადა იმერლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირინა იმერლიშვილი: პროცედურა პრემიერის სხდომაზე არდასწრების მიზეზების განმარტებას არ ითვალისწინებს
შემდეგი სტატიაგვინდა, რომ ქართული ცეკვის ტრადიცია იყოს საგზაო მოძრაობების სფეროშიც – თალაკვაძე