გვინდა, რომ ქართული ცეკვის ტრადიცია იყოს საგზაო მოძრაობების სფეროშიც – თალაკვაძე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის თქმით, გზებზე ხშირად ქაოტურია სიტუაციაა, რასაც დალაგება სჭირდება.

როგორც „იმედის“ ეთერში მინისტრის მოადგილემ აღნიშნა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ახალი პროგრამა სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას ემსახურება.

“ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ ქართველებს არ გვიყვარს წესრიგი. იმ დროს, როდესაც ერს რომელსაც აქვს ცეკვების ისეთი ტრადიცია, სადაც მთელი ჯგუფი ერთ ხაზში, სინქრონულად იდეალურად მოძრაობს და არანაირი დარღვევა ხდება, გასაკვირია, რომ საგზაო მოძრაობის დროს ასეთი ქაოტური და უპასუხისმგებლო მიდგომები ჩანს რიგ შემთხვევებში. ამიტომ, ჩვენ გვინდა, რომ ქართული ცეკვის ტრადიცია იყოს საგზაო მოძრაობების სფეროშიც”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაში“საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისკენ წინსვლა დაფიქსირდა”
შემდეგი სტატია“თუ მიხეილ სააკაშვილს უცხოეთში დააკავებენ, მის მოქალაქეობას მნიშვნელობა არ ექნება”