ირინა იმერლიშვილი: პროცედურა პრემიერის სხდომაზე არდასწრების მიზეზების განმარტებას არ ითვალისწინებს

news
ავტ.: news დეკემბერი 4, 2015 22:18

ირინა იმერლიშვილი: პროცედურა პრემიერის სხდომაზე არდასწრების მიზეზების განმარტებას არ ითვალისწინებს

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ირინა იმერლიშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი საბჭოს მუდმივმოქმედი წევრია და პროცედურა მისგან სხდომაზე არდასწრების მიზეზების განმარტებას არ ითვალისწინებს.

როგორც უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ იმერლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საბჭოს დანარჩენი წევრების არმოსვლის მიზეზი მათი საქართველოში არყოფნა გახდა.

„პრემიერ-მინისტრი არის მუდმივმოქმედი წევრი საბჭოში და პროცედურა მისგან სხდომაზე არდასწრების მიზეზების განმარტებას არ ითვალისწინებს. როგორც თქვენგან შევიტყვეთ, მან გადაწყვიტა, რომ არ მოსულიყო. რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრს და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ისინი საქართველოში არ იმყოფებიან, სხვა განმარტება არ მიგვიღია“, – აღნიშნა ირინა იმერლიშვილმა.

news
ავტ.: news დეკემბერი 4, 2015 22:18