საარჩევნო წესების გაუმჯობესება არის ქვეყნისთვის კარგი, ოღონდ ეს ყველაფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში არ არის აზრს მოკლებული, თუ არსებობს ტრადიცია ამ წესების დაცვის – ბოკერია

საარჩევნო წესების გაუმჯობესება არის ქვეყნისთვის კარგი, ოღონდ ეს ყველაფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში არ არის აზრს მოკლებული, თუ არსებობს ტრადიცია ამ წესების დაცვის – ბოკერია
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, საარჩევნო კანონებს, ბარიერს, ადმინისტრაციასა და რეგულაციებს აქვს არსებითი მნიშნელობა და მათი გაუმჯობესება ქვეყნისთვის არის კარგი, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში არ არის აზრს მოკლებული, თუ არსებობს ტრადიცია ამ წესების დაცვის.
ბოკერიამ აღნიშნა, რომ საჭიროა როგორც დაწერილი წესების გაუმჯობესება, ასევე ტრადიციის შეცვლა, რომ შეგიძლია კანონის ფეხებზე დაკიდება, თუმცა ისინი მხოლოდ ერთ პაკეტში უნდა განხორციელდეს.
„გარდა მცირე გამონაკლისებისა, ყველას გაცნობიერებული აქვს, რომ კანონებს, რომლებიც ქაღალდზე წერია, საარჩევნო წესებს, მათ შორის რამხელაა ბარიერი, როგორია საარჩევნო ადმინისტრაცია და რეგულაციები, აქვს არსებითი მნიშვნელობა და აქ გაუმჯობესება არის ქვეყნისთვის კარგი, ოღონდ ეს ყველაფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში არ არის აზრს მოკლებული, თუ არსებობს ტრადიცია ამ წესების დაცვის. ის პრობლემები, რაც შეეხებოდა ჩაყრას და მერე გადაღებულ ინციდენტებზეც კი ჩაყრის, რომელიც მარნეულში იყო, არ გამოძიება საქმის, ამომრჩევლების მოსყიდვას კოვიდის დროს, უტიფრად, სისხლის სამართლის კამპანიის დაწყებას გარეჯის საქმეზე, ეს კანონით კი არ არის დაშებული, პირიქით, კანონით აკრძალულია, კანონის იგნორირებით ხდება ეს ყველაფერი.
ამიტომ, ილუზიაა, თუ ვინმეს გულწრფელად ჰგონია, რომ მხოლოდ დაწერილი კანონების გაუმჯობესებით და იმ ტრადიციის შენარჩუნებით, რომ კანონები შეგიძლია ფეხებზე დაიკიდო, შეცვლი ვითარებას უკეთესობისაკენ. აქ საჭიროა ამის კომბინაცია, არ დაშვება პრეცენდენტის, რომ კანონის დარღვევით შეგიძლია ძალაუფლება შეინარჩუნო , ძალადობით, ჩაყრით, მოსყიდვით და სისხლის სამართლის დევნის პოლიტიკურად გამოყენებით, ეს პროცესი არ უნდა დავუშვათ და რათქმაუნდა, წესებიც უნდა გააუმჯობესო, ოღონდ ეს მხოლოდ ერთ პაკეტში.“ – განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიმურატ ჯიოევი: ზაზა გახელაძეს ყველაზე მსუბუქი სასჯელი დააკისრეს
შემდეგი სტატიაგადაადგილების შეზღუდვის დარღვევის გამო „ლელოს“ სამი და „მეტი თავისუფლება – გირჩის“ ერთი წევრი 2 000-2 000 ლარით დაჯარიმდნენ