მურატ ჯიოევი: ზაზა გახელაძეს ყველაზე მსუბუქი სასჯელი დააკისრეს

ზაზა გახელაძეს ყველაზე მსუბუქი სასჯელი დააკისრეს- ამ განცხადებას ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი, მურატ ჯიოევი აკეთებს და ამბობს, რომ ქართული მხარე გახელაძეს მიზანმიმართული, ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის იყენებს.

ჯიოევი იმ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც გამოეხმაურა, რომლებიც გახელაძის გათავისუფლება მოითხოვენ.

საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ყოველ ჯერზე მოუწოდებენ სამხრეთ ოსეთს, გამოავლინოს ჰუმანურობა, საქმეს ჰუმანიტარული პოზიციიდან უდგებიან. მაგრამ რატომღაც ასეთ ჰუმანურობას და პრინციპულობას არ იჩენენ, როცა საქმე სამხრეთ ოსეთის ახალგაზრდობას ეხება, რომლებიც 2008 წელს დაიკარგნენ” – ამბობს ჯიოევი.

შეგახსენებთ, ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ ზაზა გახელაძეს ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე მოწერელია: მალხაზ თორია აქამდეც ღირსეულად, კეთილსინდისიერად და ამომწურავად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას, მჯერა ასევე გააგრძელებს
შემდეგი სტატიასაარჩევნო წესების გაუმჯობესება არის ქვეყნისთვის კარგი, ოღონდ ეს ყველაფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში არ არის აზრს მოკლებული, თუ არსებობს ტრადიცია ამ წესების დაცვის – ბოკერია