საარჩევნო პერიოდში ძალადობა 2-დან 5 წლამდე ვადით დაისჯება

პარლამენტმა პირველი მოსმენით სისხლის სამართლისა და საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მიიღო, რომლის მიზანიც წინასაარჩევნო კამპანიისა და არჩევნების მიმდინარეობისას ძალადობის პრევენციაა.

ცვლილებებს მხარი 79 დეპუტატმა არცერთის წინააღმდეგ დაუჭირა. ცვლილებების მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი – 162 მუხლი, რომლის მიხედვითაც ძალადობა და ძალადობის მუქარა კენჭისყრის შენობაში, წინასაარჩევნო აგიტაციის ან კამპანიის ღონისძიებების დროს, სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებით 2-დან 5 წლამდე ვადით დაისჯება. ცვლილებები ასევე ითვალისწინებს საარჩევნო უბნის პერიმეტრზე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნის გარეშე პოლიციის ყოფნას.
ცვლილებების ინიციატორი იუსტიციის სამინისტროა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ დავით გერლიანის დასაკავებლად შსს-მ ეფექტური რეაგირება მოახდინა
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: თუ გნებავთ ჩვენი დასისხლიანებული სახეების ყურება, ამას ნახავთ