ნიკა გვარამია: თუ გნებავთ ჩვენი დასისხლიანებული სახეების ყურება, ამას ნახავთ

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი სააპელაციო სასამართლოს მიერ ტელეკომპანიისთვის გამოგზავნილ გადაწყვეტილებაზე საუბრობს და პროკურას საქმის გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს:

“მივმართავ იუსტიციის საბჭოს, საქმე არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე, მოვითხოვთ განმარტებას, რას აკეთებს უზენაესი სასამრთლო? რატომ გამოგვეგზავნა ეს გადაწყვეტილება კანონის დარღვევით? მოვუწოდებ საქართველოს მთავარ პროკურატურას დაიწყოს ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება. მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, ძვირფასო ბატონო გიორგი მარგველაშვილო, ჩვენ ამ ქვეყანაში დაკავებული ვართ კანონგარეშე, აღარ გაგვაჩნია არავითარი უფლებები, თქვენ კონსტიტუციით გევალებათ იყოთ თითოეული ჩვენგანის და ამ ტელევიზიის კონსტიტუციის გარანტირებული უფლებების დამცველი. ველით პასუხს პირველ რიგში თქვენგან, ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები თუ არ ვართ? საითკენ მიდის ეს ქვეყანა? ასრულებთ თქვენს საპრეზიდენტო ვალდებულებებს? ზუსტად იგივე კითხვები გვაქვს ბატონ უსუფაშვილთან, თუ თქვენი პოლიტიკური კარიერა, სინდისი და ღირსება არ გაქვთ გაცვლილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობაზე, მოვითხოვ ამ კითხვებზე პასუხების გაცემას. ვინ დაიცავს ამ უფლებებს და სადამდე აპირებს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც 18 დღეს გვპარავს, სადამდე აპირებს წასვლას? აპირებენ თუ არა ჩვენს ქუჩებში ლიკვიდირებას და შემდეგ პროკურატურაში ბრიფინგის გამართვას და იმის თქმას, რომ ჩვენ ვალების გამო თავი მოვიკალით? არაფერი ფიზიკური ლიკვიდაციის გარდა აღარ დაგრჩენიათ, სასამართლოს განაჩენის შემდეგ. ქალბატონები ნაზღაიძე, გუჯაბიძე და ყაველაშვილი არიან სისხლის სამართლის დამნაშავეები, გაუსწორდით სისხლის სამართლის დამნაშავეებს ისე, როგორც კანონი გავალდებულებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა მისცემს მათ პასუხისგებაში და ნუ აიღებთ ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე. ჩვენ გვაინეტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოს პასუხიც ჩვენს სარჩელებზეც.

მე პირადად ვარ პასუხისმგებლელი არა მხოლოდ ჩემი უსაფრთხოების, არამედ ჩემი ყველა თანამშრომლის უსაფრთხოების საკითხზე. ჩვენ შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ამ ქვეყანაში ჩვენი სიცოცხლე არ არის დაცული და ის არის ყოველდღიური რისკის ქვეშ. ჩვენ არ ვაპირებთ ამ შენობიდან გასვლას, იმ გადაწყვეტილების საფუძველზე, როემლიც არ ემყარება კონსტიტუციას, თუ გნებავთ ჩვენი დასისხლიანებული სახეების ყურება, ამას ნახავთ, ამას მთელი საზოგადოება ნახავს, ტქვენ მოგიწევთ არცევნების ცატარება რუსთავი 2-თან ერტად და როგორც ჩანს ამ არჩევნების წაგება. მე მოგიწოდებთ დაგვიტოვოთ ჩვენი უფლებების დაცვის კანონისმიერი მექანიზმებეი, რომელიც აღარ გაგვაჩნია, წინააღმდეგ შემტხვევაში ჩვენ მივმართავთ საერთაშორისო აქტებით აღიარებულ ყველა საშუალებას“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაშისაარჩევნო პერიოდში ძალადობა 2-დან 5 წლამდე ვადით დაისჯება
შემდეგი სტატია(video) ზურაბ ჯაფარიძემ შეხვედრა გამართა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპულ და ევრაზიულ საქმეთა ბიუროს დირექტორთან