მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ დავით გერლიანის დასაკავებლად შსს-მ ეფექტური რეაგირება მოახდინა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ე.წ. კანონიერი ქურდის დავით გერლიანის დასაკავებლად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სწრაფი და ეფექტური რეაგირება მოახდინა.

“საინტერესოა, ახლა რას იტყვიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იმაზე, რომ ორი დღის განმავლობაში ოპერატიული მუშაობის შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკმაოდ სწრაფად, ეფექტურად მოახდინა რეაგირება ამ ფაქტზე და დააკავა ე.წ. კანონიერი ქურდი გერლიანი, რომელიც საქართველოში შემოვიდა სხვა სახელით და გვარით“,-აღნიშნა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა.

მამუკა მდინარაძე აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ოპონენტების მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა.

„საინტერესოა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, თუ მართლაც გულწრფელები არიან, რატომ არ ინტერესდებოდნენ თავის დროზე იმით, რომ წლების განმავლობაში, 2006-2012 წლებზე მაქვს საუბარი, კანონიერი ქურდები, კრიმინალური ავტორიტეტები გადაადგილდებოდნენ თავისუფლად საქართველოს ტერიტიორიაზე. შემოდიოდნენ და გადიოდნენ. არის რაღაც დაჯგუფება, რომელიც იყო მისაღები „ნაციონალური მოძრაობისთვის“, არის დაჯგუფება, რომელიც არ იყო მათთვის მისაღები და იჭერდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვთხოვ, თუ კანონი ამის საშუალებას მისცემს, გამოაქვეყნონ კრიმინალური ავტორიტეტების სია, რომლებიც 2006-2012 წლებში თავისუფლად გადაადგილდებოდნენ, ტოვებდნენ სახელმწიფო საზღვარს და შემოდიოდნენ საქართველოში. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა კეთილი ინებონ ამ შემთხვევაში და გასცენ კითხვას პასუხი- რატომ ხდებოდა ასე, რატომ იყო შერჩევითი სამართალი კრიმინალური ავტორიტეტების მიმართ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაში(video) “რუსთავი 2-ს” სასამართლო გადაწყვეტილება გამოუგზავნეს-ნიკა გვარამიას საგანგებო განცხადება
შემდეგი სტატიასაარჩევნო პერიოდში ძალადობა 2-დან 5 წლამდე ვადით დაისჯება