საარჩევნო კოდექსის ცვლილებებზე საკომიტეტო განხილვები დასრულდა

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების საკომიტეტო განხილვები დასრულდა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები, თანმდევ პროექტებთან ერთად.

კომიტეტმა საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე გატანას ერთხმად დაუჭირა მხარი.

მესამე მოსმენით განხილვამდე, კომიტეტმა მეორე მოსმენისას დამატებითი განხილვისათვის გადადებულ საკითხებზე იმსჯელა და მხარი დაუჭირა ორ დანართს.

ერთი დანართით რეგულირდება თვითმმართველი თემებისა და თვითმმართველი ქალაქების (გარდა თბილისისა) საკრებულოს მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემებით არჩეული შემადგენლობები, ხოლო მეორე დანართით – მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისთვის თვითმმართველ თემებში (გარდა თემების ადმინისტრაციული ცენტრებისა) ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების სახელწოდებები და საზღვრები.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ოქრუაშვილი – რა ტყუილად ვმჯდარვარ ციხეში
შემდეგი სტატიანინო ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონში მივიდა