ირაკლი ოქრუაშვილი – რა ტყუილად ვმჯდარვარ ციხეში

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა _ გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა „ერთობაშია“ საპარლამენტო თანამდებობებს ითხოვს.

ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ ამასთან დაკავშირებით განცხადებით მიმართა პარლამენტის სპიკერს და იმ ხალხის სია ჩამოუწერა, ვინც საპარლამენტო კომიტეტებში თავმჯდომარის მოადგილეების პოსტები უნდა დაიკავონ.

ამ ფაქტს ყოფილი პოლიტპატიმარი ირაკლი ოქრუაშვილი ასე გამოეხმაურა: „არც ვაშაძე იყო ჭიჭე და არც ესენი ჭაჭე, ყველანი ერთად ბედკრული ქვეყნის ჭუჭუები ყოფილიყვნენ. ამათი თანამდებობებისთვის მიწვალია 20 ივნისს და ვმჯდარვარ ციხეში“.
შეგახსენებთ, რომ ოქრუაშვილი ერთადერთი ოპოზიციონერი იყო, რომელიც 20 ივნისის აქციის გამო დააკავეს. მან 10 თვე გაატარა საპატიმროში. დასავლეთის ჩარევა რომ არა, მას იქ უფრო დიდხანს მოუწევდა ყოფნა.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო დოკუმენტები ავტობუსების გაჩერებაზე იპოვეს
შემდეგი სტატიასაარჩევნო კოდექსის ცვლილებებზე საკომიტეტო განხილვები დასრულდა