ნინო ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონში მივიდა

სახალხო დამცველი ნინოწმინდის პანსიონში მივიდა. ნინო ლომჯარია დაწესებულებაში მეუფე იაკობთან ერთად შევა.

ეს არის სახალხო დამცველის პირველი ვიზიტი დაწესებულებაში, 2018 წლის შემდეგ.

“მაქვს მოლოდინი, რომ მოგვეცემა საშუალება სრულყოფილად გავეცნოთ მიმდინარე პროცესებს და ასევე ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას. ჩამოვედი აპარატის რამდენიმე თანამშრომელთან ერთად, რომლებიც მუშაობენ ბავშვთა უფლებების მიმართულებით, ასევე, გვახლავს ბავშვთა ფსიქოლოგი იმ შემთხვევაში, თუ ბავშვებს ექნებათ სურვილი გავესაუბროთ და ვაპირებთ მათთან გასაუბრებასაც”, – თქვა ნინო ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაშისაარჩევნო კოდექსის ცვლილებებზე საკომიტეტო განხილვები დასრულდა
შემდეგი სტატიაშოთა ბურჯანაძე მოითხოვს, რომ რესტორნებს 50 კაცამდე ქორწილების და ღონისძიებების გამართვის შესაძლებლობა ოფიციალურად მიეცეთ