საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფს პრემიერი უხელმძღვანელებს

აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაფართოება შეუძლებელია

„დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ახვლედიანის განცხადებით, პრემიერთან შეხვედრაზე საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებაზე საკმაოდ საქმიანი და ძირული განხილვა გაიმართა.

ახვლედიანის თქმით დღეს შეპირების და განცხადების დონეზე, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომლითაც ინტერპარტიული ჯგუფი პრემიერთან სასაუბროდ მოვიდა ესაა 2016 წლისთვისვე საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, კონკურენტუნარიანი საარჩევნიო სისტემის ჩამოყალიბება და რეალურად სამართლიანი და ცივილიზებული სისტემის დამკვიდრება. ამ თემებზე იყო ძალიან საქმიანი, ძირეული და კონკრეტული საუბარი. ბევრ კითხვას გაეცა პასუხი, შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საკნონსტიტუციო ცვლილებებსა და საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, უახლოეს დღეებში მივიღებთ პასუხს პრემიერისგან, რომელიც გაივლის კონსულტაციას ბუნებრივია თავის გუნდთან და ამ შესაძლებლობების რეალობას წარმოაჩენს. რაც შეეხება ზოგადად საარჩევნო გარემოს ცვლილებას, რომელიც მოიცავს ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის სისტემას და უამრავ სხვას, ამასთან დაკავშირებით შევთანხმდით, რომ შეიქმნება კონკრეტული ფორმატი, სამუშაო ჯგუფი, რომლის აუცილებლობაზეც რამდენი თვეა საუბრობს ინტერპარტიული ჯგუფი. გადაწყდა, რომ შეიქმნა ეს ფორმატი, რომელსაც უხელმძღვანელებს პრემიერ-მინისტრი. დეტალები – ხელისუფლების რომელი შტოები მიიღებენ მონაწილეობას ამ ფორმატში, უახლოეს მომავალშ იქნება ჩამოყალიბებული. მთავარია, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისკენ დღეს გადაიდგა შეპირების და განცხადების დონეზე. ვნახოთ ეს ყველაფერი როგორ აისახება კონკრეტულ საქმეში“, – განაცხადა ახვლედიანმა.

banner
წინა სტატიაში“გარდაბნის არჩევნებამდე სპეც-უბნების გაუქმებაზე კანონის მიღება ვერ მოესწრება”
შემდეგი სტატიაგია ბარამიძე: ქვეყანა აღმოჩნდა ერთი ოლიგარქის ინტერესის საჯილდაო ქვა