გია ბარამიძე: ქვეყანა აღმოჩნდა ერთი ოლიგარქის ინტერესის საჯილდაო ქვა

ზურაბ ჟვანიას ვაჟმა გიორგი ბარამიძე სცემა

პრეზიდენტის პარლამენტში ყოვეწლიური გამოსვლის ფორმატი ბიუროს უახლოეს სხდომაზე დადგინდება. დეპუტატები იმსჯელებენ გიორგი მარგველაშვილის გამოსვლის თარიღსა და დღის წესრიგზე – გადაწყდება იქნება თუ არა დებატები. საპარლამენტო ოპოზიციასა და უმრავლესობას ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.

ოპოზიციას მიაჩნია, რომ პრეზიდენტის გამოსვლას მთავრობა უნდა დაესწროს და უნდა გაიმართოს დებატები.

„ქვეყანა აღმოჩნდა ერთი ოლიგარქის ინტერესის საჯილდაო ქვა. ქვეყნის პრეზიდენტმა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ინსტიტუტი არის დაკნინებული და თუ ივანიშვილის ტერმინს გამოვიყენებთ, მიჯირყვნილი, უნდა გამოიყენოს ეს ტრიბუნა, უნდა გამოიყენოს, რომ მას აქვს ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი და ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც დაგროვდა ქვეყანაში, გულწრფელად ისაუბრობს და შეასრულოს გამაერთიანებლის როლი,“ – აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი გია ბარამიძე.

 

banner
წინა სტატიაშისაარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფს პრემიერი უხელმძღვანელებს
შემდეგი სტატიალევან ბერძენიშვილი: თუ იქნება დებატები, ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას