“გარდაბნის არჩევნებამდე სპეც-უბნების გაუქმებაზე კანონის მიღება ვერ მოესწრება”

იუსტიციის მინისტრი მამუკა ახვლედიანის განცხადებას

იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, ინტერპარტიული ჯგუფის წარმომადგენლებმა პრემიერთან შეხვედრაზე მაჟორიტარული სისტემიდან პროპორციულზე გადასვლაზე ისაუბრეს, თუმცა გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა.

თეა წულუკიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი ინტერპარტიული ჯგუფის წევრებს დაჰპირდა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კოალიციურ ფორმატში მოხდება მსჯელობა და გუნდური გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

“პრემიერ-მინისტრის წინაშე, ინტერპარტიულმა ჯგუფმა დააყენა ის მოთხოვნა, რომელიც ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მაჟორიტარული სისტემა არა 2020 წლისთვის, არამედ 2016 წლისთვის გაუქმდეს. დღეს ამ თემაზე გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა და ვერ იქნებოდა. ჩვენ მოვინიშნეთ ეს საკითხი. ვიცით, რომ როგორც ერთ, ასევე მეორე მოდელს აქვს თავისი დადებითი და უარყოფით მხარეები და პრემიერ-მინისტრის მხრიდან იყო დაპირება, რომ ის მმართველი კოალიციის ფარგლებში, გუნდურ რეჟიმში მიიღებს გადაწყვეტილებას”, – განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, გატარდა გარკვეული რეფორმა, რომელიც სპეც-უბნების გაუქმებას ითვალისწინებს, რაც მისი შეფასებით, მისასალმებელია, თუმცა დასძინა, რომ აღნიშნული რეფორმა გარდაბნის არჩევნებს ვერ შეეხება.

“იმ უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში, რომელსაც მე ვხელმღძვანელობ, საგარეჯოში მიმდინარე არჩევნების პარალელურად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ განგვეხორციელებინა საკანონმდებლო რეფორმა, ამ მუშაობის შედეგი დღეს პრემიერმა წარუდგინა ინტერპარტიულ ჯგუფს, რომელიც გულისხმობს იმას, რომ შემოდგომაზე ჩასატარებელ არჩევნებზე, არცერთ სამინისტროს, მათ შორის არც თავდაცვის სამინისტროს აღარ ექნება უფლება თავისი შეხედულებისამებრ შექმნას სპეც-უბნები. ამ რეფორმას სჭირდება პარლამენტში კენჭისყრა და ამიტომ თებერვალში დიდი იმედი მაქვს, რომ ამას პარლამენტი კენჭს უყრის. რაც შეხება გარდაბანს, იქ არჩევნები სულ რამდენიმე დღეშია და აქედან გამომდინარე ამ კანონის მიღება ვერ ესწრება, თუმცა შემოდგომაზე, ვერცერთი სამინისტრო გაუმჭირვალედ და თავისი შეხედულებისამებრ ვერ შექმნის სპეც-უბნებს და ეს არის დიდი ნაბიჯი წინ”, – განაცხადა წულუკიანმა.

ამასთან, როგორც თეა წულუკიანმა პრემიერ-მინისტრის და ინტერპარტიული ჯგუფის წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, აუდიენცია საინტერესოდ წარიმართა და დაიგეგმმა სამუშაო ჯგუფის შექმნაც.

“პრემიერის გადაწყვეტილებაა, რომ მათთან შეიქმნას დიალოგის ფორმატი, რომელიც ერთის მხრივ, ინტეროპარტიულ ჯგუფს ამ შემადგენლობით ან უფრო გაფართოებული შემადგენლობით და მეორეს მხრივ, პრემიერს და მთავრობას საშუალებას მოგვცემს, რომ ვიყოთ მუდმივად აზრთა გაცვლა-გამოცვლის რეჟიმში. ეს შეთანხმება შედგა და ალბათ, ჯგუფის შეხვედრა მალე დაიგეგმება”, – აღნიშნა წულიკიანმა.

banner
წინა სტატიაში“მაჟორიტარული სისტემის 2016 წლის არჩევნებისთვის გაუქმებაზე გადაწყვეტილება დღეს მიღებული არ ყოფილა”
შემდეგი სტატიასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფს პრემიერი უხელმძღვანელებს