ერდოღანი – ჩვენი სურვილია, უკრაინისა და რუსეთის ლიდერები შევკრიბოთ სტამბოლში ან ანკარაში, უკრაინის აღმოსავლეთთან დაკავშირებით გადასადგმელი ნაბიჯების გადაწყვეტის ადგილი თურქეთი იქნება

უკრაინის აღმოსავლეთში გადასადგმელი ნაბიჯების გადაწყვეტის ადგილი თურქეთი იქნება. ეს იქნება სტამბოლი ან ანკარა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ერდოღანის თქმით, უკრაინის აღმოსავლეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღება თურქეთში, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და ვლადიმერ ზელენსკის შესაძლო შეხვედრის დროს.

„ჩვენ ალბათ ამ კვირაში გვექნება შეხვედრა ბატონ პუტინთან. ჩვენი სურვილია, ლიდერები შევკრიბოთ სტამბოლში ან ანკარაში. უკრაინის აღმოსავლეთთან დაკავშირებით გადასადგმელი ნაბიჯების გადაწყვეტის ადგილი თურქეთი იქნება. ეს იქნება სტამბოლი ან ანკარა“, – განაცხადა ერდოღანმა.

banner
წინა სტატიაშისააქციო საზოგადოება „სფერო ინვესტი“ ეროვნული ბანკისგან ყალბი, გადაუმოწმებელი და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის შეცვლას მოითხოვს
შემდეგი სტატიარუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხარკოვის ოლქის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა