სააფთიაქო ნარკომანია – გია თვალავაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს

ააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებული სამედიცინო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელისთვის, გია თვალავაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.
პროკურატურა ექვსივე დაკავებულისთვის, მათ შორის სამედიცინო რეგულირების სააგენტოს უფროსისთვის პატიმრობას ითხოვს.

დაკავებულების გამოკითხვა ე.წ. მოდულის შენობაში გვიანობამდე მიმდინარეობდა. არც ერთი მათგანი დანაშაულს არ აღიარებს.

„ბრალი წარედგინა, დანაშაულს არ აღიარებს. გაუთქმელობის ხელწერილი მაქვს მიცემული. ამიტომ ვერაფერს ვერ გეტყვით. საქმის მასალებს ვსწავლობ, ჯერ არ ვიცი რა ხდება,“-განაცხადა ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა ლალი აფციაურმა.

სუს-მა ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე გუშინ დააკავეს. ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული საქართველოს მოქალაქეები: ნინო კ, ქეთევან ჩ, ლაშა ჩ, ნინო გ. და ნათელა მ.

banner
წინა სტატიაშიკობაურს დანაშაულის ადგილზე მიიყვანენ- საგამოძიებო ექსპერიმენტი
შემდეგი სტატიასაქართველო რეგიონების გარეშე არის ერთ დიდი თავკომბალა თბილისი – სალომე ზურაბიშვილი