კობაურს დანაშაულის ადგილზე მიიყვანენ- საგამოძიებო ექსპერიმენტი

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს დღეს შემთხვევის ადგილზე წაიყვანენ, სადაც საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდება.

კობაურმა სამართალდამცვლებისა და ადვოკატების თანდასწრებით უნდა აღწეროს ის ვითარება, რაც ხეობაში მკვლელობის დღეს ნახა.

კობაურის ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ეს ექსპერიმენტი ყველა იმ კითხვას გასცემს პასუხს, რომელიც ტრაგედიასთან დაკავშირებით არსებობს.

„კობაური გავა დანაშაულის ადგილზე, აღწერს ვითარებას თუ რა მოხდა, როგორ მოხდა, იმ ფაქტობრივ გარემოებებს რასაც დაცვის მხარეს მიაწვდის ინფორმაციას. მე ვფიქრობ ყველაფერს პასუხი გაეცემა. მით უმეტეს პასუხი გაეცემა იმას, რატომ არის ამდენი ცდომილება საქმეში ბრალდების მხარის მიერ დაშვებული,“-განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ

banner
წინა სტატიაშიიმაზე რთულადაა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვიდრე ეს წარმოგვედგინა – მერაბიშვილის ადვოკატები არასამთავრობოებს შეხვდებიან
შემდეგი სტატიასააფთიაქო ნარკომანია – გია თვალავაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს