საქართველო რეგიონების გარეშე არის ერთ დიდი თავკომბალა თბილისი – სალომე ზურაბიშვილი

საქართველო რეგიონების გარეშე არის ერთ დიდი თავკომბალა თბილისი- ეს განცხადება მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ხელვაჩაურში, ამომრჩევლებთან შეხვედრაზე გააკეთა.

პრეზიდენტობის კანდიდატი შეკრებილებს საარჩევნო კამპანიისა და სამოქმედო გეგმის შესახებ ესაუბრა და ყურადღება გამახვილდა რეგიონის განვითარების გეგმებზე.

„მე მინდა რომ ვიყო ეფექტური პრეზიდენტი, შედეგიანი პრეზიდენტი და ამისთვის უნდა ერთად ვიმუშაოთ. პირველ რიგში რეგიონები უნდა გაძლიერდეს. ეს ჩვენი გარდაუვალი მიმართულება და პრიორიტეტი. საქართველო რეგიონების გარეშე არის ერთ დიდი თავკომბალა თბილისი, რომელსაც აქვს თავისი უზარმაზარი პრობლემები,“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეხვედრის დასასრულს ზურაბიშვილი მარიხუანას დეკრიმინალიზაციის საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

„მე ვარ მხოლოდ და მხოლოდ მომხრე დეკრიმინალიზაციის, რაც არ ნიშნავს ლეგალიზაციას,“-განაცხადა ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისააფთიაქო ნარკომანია – გია თვალავაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს
შემდეგი სტატიაკომუნიკაციების კომისია „რუსთავი 2“-ის მიერ უფასო პოლიტიკური რეკლამის ლიმიტის გაზრდასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს