სააკაშვილმა პოროშენკოს ბლოკის დეპუტატებს “არარაობა” უწოდა

ოდესის მხარის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა “112 უკრაინას” ეთერში დღეს, 13 სექტემბერს განაცხადა, რომ პარტია “პეტრე პოროშენკოს ბლოკი” კრიმინალურ დაჯგუფებად გადაიქცა.

“ეს საცოდაობა და არარაობა, ეს ვითომ თავის დაჭერის მანერა ნებისმიერი ქვეყნის პარლამენტისთვის სამარცხვინოა. ბლოკი ისეთივე კრიმინალური დაჯგუფება გახდა, როგორც “სახალხო ფრონტი”. ცხადია, ყველა წევრზე არ ვამბობ, მაგრამ ცალსახაა” – თქვა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

ერთი დღით ადრე “სახალხო ფრონტის” დეპუტატებმა და “პეტრე პოროშენკოს ბლოკმა” უკრაინის გენერალურ პროკურატურას განცხადება გადასცეს, სადაც სააკაშვილის მიერ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულებებია აღწერილი – პორტალი LB.ua აღნიშნავს.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ხუნდაძე ცეზარ ჩოჩელს ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: საქართველოს არ აქვს იმის რესურსი, იყოს გათითოკაცებული, გახლეჩილი, ერთმანეთთან დაპირისპირებული