სააკაშვილის მოქმედებამ უკრაინელი ჩინოვნიკი განარისხა

,,ეს ნაგავი ჩემს ქვეყანას ამცირებს… არა თავის ქვეყანას, არამედ ჩემსას,, ასე გამოეხმაურა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მოადგილე გიორგი ტუკა, საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და უკრაინის ოპოზიციის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის მოქმედებებს, 18 დეკემბერს უკრაინის პროკურატურაში.

,,ის, თუ როგორ მოიქცა ეს ცხოველი დღეს პროკურორთან, ნიშნავს, რომ ამ ნაგავს არ ესმის, რომ სახელმწიფოს წარმომადგენლის დამცირებით, ის ჩემს ქვეყანას ამცირებს… ჩემს ქვეყანას და არა თავისას. მე არ ვაპირებ, რომ მას ამის ნება მივცე და ვაპატიო,, აცხადებს უკრაინელი ჩინოვნიკი, რომელსაც მიაჩნია, რომ სააკაშვილი უკრაინული კანონმდებლობის გამუდმებული დარღვევის გამო უნდა დააკავონ და უკრაინიდან საქართველოში გააძევონ.

banner
წინა სტატიაშიტექნიკურ უნივერსიტეტში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის განიხილეს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი 22 დეკემბერს დაბარებულია უკრაინის სახელმწიფო უშიშროების სამსახურში