მიხეილ სააკაშვილი 22 დეკემბერს დაბარებულია უკრაინის სახელმწიფო უშიშროების სამსახურში

საქართველოს ექს-პრეზიდენტი, უკრაინის “ახალ ძალთა მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი 22 დეკემბერს დაბარებულია დაკითხვაზე უკრაინის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის კიევის სამმართველოში. ამის შესახებ სააგენტო “Интерфакс-Украина”-ს განუცხადა სანდო წყარომ სამართალდამცავი უწყებიდან.
შეგახსენებთ, 18 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილი დაკითხვაზე მივიდა გენპროკურატურაში, სადაც განაცხადა, რომ მისი საქმე უნდა განიხილოს უშიშროების სამსახურმა. “როდესაც ამ საქმეს გადასცემენ უშიშროების სამსახურს, მივალ და ჩვენებას მივცემ”, -აღნიშნა პოლიტიკოსმა

banner
წინა სტატიაში სააკაშვილის მოქმედებამ უკრაინელი ჩინოვნიკი განარისხა
შემდეგი სტატიააშშ წინააღმდეგობას გაუწევს რუსეთის ძირგამომთხრელ საქმიანობას და აგრესიას