სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციას საზოგადოებას ყოველდღიურად მივაწვდით – ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ისევ ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას ციხის საავადმყოფოში საფრთხე არ ემუქრება.

“აღნიშნული სამკურნალო დაწესებულება სრული ინფრასტრუქტურული თუ საკადრო რესურსი გააჩნია იმისთვის, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს როგორც მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის ეფექტიანი კონტროლი ისე შიმშილობის შემდგომი პერიოდის რეაბილიტაცია.

ამის გარდა, ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, პენიტენციურმა სისტემამ მოიწვია ექიმების დამატებითი ჯგუფები, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს და მას სათანადო სამედიცინო მომსახურებას უწევს.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის და იმის გათვალისწინებით, რომ პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ყოველდღიურად მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, ექიმების ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში გააკეთებს განმარტებებს მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და მიაწვდის საზოგადოებას ამომწურავ ინფორმაციას”, – თქვა რატი ბრეგაძემ.

ამასთან, მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

banner
წინა სტატიაშიმაკრონი პუტინს – საფრანგეთი მზად არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა დაიცვას
შემდეგი სტატიაბრეგაძე – სააკაშვილი მე-18 დაწესებულებაში ექიმების უფრო მჭიდრო მეთვალყურეობის ქვეშ არის, მასზე კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი ზრუნავს