მაკრონი პუტინს – საფრანგეთი მზად არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა დაიცვას

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრისას თქვა, რომ საფრანგეთი მზად არის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა დაიცვას. AFP-ის ინფორმაციით ლიდერებს შორის საუბარი საათი და 45 წუთი გაგრძელდა.

პრეზიდენტის ოფისის თქმით, მარკონმა გამოთქვა “შეშფოთება და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მზაობა”. ფრანგული მხარის თანახმად, საუბრისას პუტინმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები უკრაინის ხელისუფლებამ გაართულა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მინისტერიალზე NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსი ახლოდან აკვირდება რუსეთის ქმედებებს.

მაკრონის და პუტინის საუბრამდე ერთი დღით ადრე აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან-ივ ლე დრიანთან უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო მოქმედებები განიხილა.

ბოლო პერიოდში კვლავ დაიძაბა მდგომარეობა უკრაინისა და რუსეთის საზღვარზე. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის საზღვართან დაახლოებით 100 000 რუსი სამხედროა განლაგებული. პრეზიდენტის თანახმად, რუსეთის სამხედრო ძალების გადაადგილების შესახებ ინფორმაცია კიევს დასავლურმა სახელმწიფოებმა მიაწოდეს.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ თბილისსა და ბაღდათში ორი უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი
შემდეგი სტატიასააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციას საზოგადოებას ყოველდღიურად მივაწვდით – ბრეგაძე