ბრეგაძე – სააკაშვილი მე-18 დაწესებულებაში ექიმების უფრო მჭიდრო მეთვალყურეობის ქვეშ არის, მასზე კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი ზრუნავს

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 დაწესებულებაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მასზე კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი ზრუნავს.

მისივე თქმით, თუ გახდება საჭირო, რომ მოწვეული იყოს კონსილიუმი, პაციენტის ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ.

აღნიშნულით ბრეგაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რატომ არ უშვებენ კონსილიუმს დაწესებულებაში, რათა პირადად შეამოწმონ, რა პირობებშია სააკაშვილი და შეიძლება თუ არა მისთის სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევა.

„კონსილიუმი შეიქმნა ჩვენი ინიციატივით, როდესაც მივმართეთ ჯანდაცვის სამინიტროს. მაშინ მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა მე-12 დაწესებულებაში. მე-12 დაწესებულება არ არის სამკურნალო დაწესებულება, არამედ არის პენიტენციური დაწესებულება. დღეს, როდესაც სააკაშვილი იმყოფება მე-18 დაწესებულებაში, ბუნებრივია, არის ექიმების უფრო მჭდრო მეთვალყურეობის ქვეშ. მასზე ზრუნავს კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, რომელსაც მინდა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა. როდესაც დადგება საჭიროება იმისა, რომ მოწვეული იყოს კონსილიუმი, რათა საჭიროების შემთხვევაში, დამატებით მივიღოთ რეკომენდაციები, ბუნებრივია, ჩვენ ვიმოქმედებთ პაციენტის ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციას საზოგადოებას ყოველდღიურად მივაწვდით – ბრეგაძე
შემდეგი სტატიაბრეგაძე – მაქსიმალურად ვიკავებთ თავს, რომ მიხეილ სააკაშვილთან შევიდნენ პირები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლება არ აქვთ