სააკაშვილის გაძევება უკრაინიდან – ადვოკატმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 16, 2018 16:04

სააკაშვილის გაძევება უკრაინიდან – ადვოკატმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

მნიშვნელოვანი

  • მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები დავას სტრასბურგის სასამართლოში იწყებენ. რუსლან ჩერნოლუცკიმ უკვე მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და უკრაინის წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გაძევების საკითხზე სარჩელი შეიტანა.

სხვა სტატიები

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები დავას სტრასბურგის სასამართლოში იწყებენ. რუსლან ჩერნოლუცკიმ უკვე მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და უკრაინის წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გაძევების საკითხზე სარჩელი შეიტანა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებამ კანონი დაარღვია, როდესაც ქვეყნიდან გააძევა პირი, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი.

პარალელურად უკრაინის უზენაესმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ დაწყებული დავის განხილვა შეაჩერა.

ამის მიზეზი სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა გახდა, რომელიც მოსამართლეთა კოლეგიის აცილებას ეხება. უფლება დამცველებს მიაჩნიათ რომ კოლეგია დარღვევებით ჩამოყალიბდა. განხილვა გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განახლდება.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 16, 2018 16:04