სააკაშვილის ჩასვლის დღეს მესაზღვრეები გაძლიერებული შემადგენლობით იმუშავებენ

?????????????

უკრაინის 27–მა სახალხო დეპუტატმა, სააკაშვილის პოლონეთიდან უკრაინაში დაბრუნებისას გამშვებ პუნქტ “კრაკოვეცში” სასაზღვრო და სამიგრაციო სამსახურების ხელმძღვანელი პირების ჩასვლა მოითხოვა. ინფორმაციას დღეს პოლიტიკური პარტია “Рух нових сил” აქვეყნებს.

დოკუმენტის თანახმად, სახალხო დეპუტატებმა შესაბამისი მოთხოვნით უკვე მიმართეს შესაბამის უწყებებს.

დეპუტატებს დაგეგმილი აქვთ “კრაკოვეცში” ჩასვლა, რათა თვალყური ადევნონ თუ როგორ ჩაივლის ქვეყნის და საერთაშორისო კანონების დაცვა სააკაშვილის საზღვრის გადაკვეთის დროს.
თავის მხრივ სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პრესმდივანმა ოლეგ სლობოდიანმა გაზეთ “Украинская правда”- თვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ საქმის კურსშია დეპუტატთა მოთხოვნის შესახებ, თუმცა არ ფლობს სხვა სახის ინფორმაციას.

“ნებისმიერ შემთხვევაში, სამსახურის რომელიმე ხელმძღვანელი იქნება იმ დღეს “კრაკოვეცში”, – აღნიშნასლობოდინმა.

მისივე ინფორმაციით სააკაშვილის ჩასვლის დღეს სასაზღვრო სამსახური გაძლიერებული შემადგენლობით იმუშავებს.

შეგახსენებთ, გამშვები პუნქტი “კრაკოვეცი” ლვოვის ოლქში მდებარეობს.

ინფორმაციას  გამოცემა “Украинская правда” ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომა დახურულად გამოცხადდა
შემდეგი სტატია“ქართული ოცნებამ” მერობის კანდიდატების სრული სია გამოაქვეყნდა