პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომა დახურულად გამოცხადდა

პარლამენტმა 81 ხმით პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომა დახურულად გამოცხადდა, რადგან საკითხების კენჭისყრისთვის დეპუტატთა საკმარისი რაოდენობა არ იყო.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების გასხვისებასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი განიხილეს, რის შემდეგაც პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სხდომა დახურულად გამოაცხადა. “ვხედავ, რომ კენჭისყრის ჩასატარებლად დეპუტატთა რაოდენობა საკმარისი არ არის, ამიტომ კენჭისყრა დღეს არ ჩატარდება”, – დასძინა კობახიძემ. დღევანდელი პლენარული სხდომა ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო და დაახლოებით ოცი წუთი გაგრძელდა.

banner
წინა სტატიაშისკოლებში ვაშლის დარიგების საპილოტე პროექტმა შესაძლოა, კვების ფესტივალის სახე მიიღოს
შემდეგი სტატიასააკაშვილის ჩასვლის დღეს მესაზღვრეები გაძლიერებული შემადგენლობით იმუშავებენ