სააკაშვილი უკრაინაში, შესაძლებელია, 29 მაისს ჩაფრინდეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში, სავარაუდოდ, 29 მაისს ჩაფრინდება -ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია УНН-ზე დაყრდნობით წერს.

23 მაისს გავრცელდა, რომ ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ახალ პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის უკრაინული მოქალაქეობის დაბრუნებას სთხოვს – სააკაშვილის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ გაავრცელა. თავის წერილში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი წერს, რომ მთავრობისგან არ ელოდება არანაირ თანამდებობას და პრეფერენციას, მაგრამ იმედი აქვს, რომ სამართლიანობას აღადგენენ და მის უფლებებს დაიცავენ. სააკაშვილი , ასევე, ამატებს, რომ ზელენსკის, შეუძლია მესაზღვრეებს უბრძანოს რომ მათ ის ქვეყანში შეუშვან, რომ სააკაშვილს სასამართლოზე საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობა მიეცეს.

მიხეილ სააკაშვილი 2018 წლის თებერვალში გააძევეს უკრაინიდან. მას 2021 წლამდე არ შეუძლია ქვეყანაში შესვლა.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთში ახალ პრემიერს 20 ივლისამდე აირჩევენ
შემდეგი სტატიაჩიჩხიტურის მიმართულებით გზის გაყვანის სამუშაოები შეწყვეტილია