ჩიჩხიტურის მიმართულებით გზის გაყვანის სამუშაოები შეწყვეტილია

ჩიჩხიტურის მიმართულებით გზის გაყვანის სამუშაოები შეწყვეტილია, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დავით გარეჯთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

„ამ წუთას შემატყობინეს, რომ აზერბაიჯანის მხარესთან გამართული დიალოგის შედეგად შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ჩიჩხიტურის მიმართულებით გზის გაყვანის სამუშაოები შეწყვეტილია. ამგვარად, უნდა ველოდოთ, რომ დილიდან აზერბაიჯანის მხარე გზის სამშენებლო ტექნიკას სრულად გაიყვანს ტერიტორიიდან“, – წერს „ფეისბუქში“ დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი უკრაინაში, შესაძლებელია, 29 მაისს ჩაფრინდეს
შემდეგი სტატიადეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – აზერბაიჯანულმა მხარემ გზის გაყვანის სამუშაოები განაახლა, ვაპირებ ადგილზე ჩასვლას