ბრიტანეთში ახალ პრემიერს 20 ივლისამდე აირჩევენ

ბრიტანეთის კონსერვატიული პარტია ახალ ლიდერს, რომელიც მთავრობას უხელმძღვანელებს მანამდე, სანამ ქვეყნის პარლამენტი არდადეგებზე წავა, 20 ივლისამდე აირჩევს. ბრიტანელი დეპუტატები, როგორც წესი ივლისის მესამე ან მეოთხე კვირას მიდიან დასასვენებლად. ლიდერის კანდიდატურების წარდგენა 10 ივნისამდე იქნება შესაძლებელი. ხმისმიცემის რაუნდები გაგრძელდება მანამდე, სანამ ორი კანდიდატი დარჩება.
ქვეყნის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ დღეს, 24 მაისს განაცხადა, რომ 7 ივნისს პოსტს დატოვებს.

banner
წინა სტატიაშიჩერნოგორიაში მიუღებელი ჩაცმულობისა და ქცევის გამო ტურისტებს 500-700 ევროთი დააჯარიმებენ
შემდეგი სტატიასააკაშვილი უკრაინაში, შესაძლებელია, 29 მაისს ჩაფრინდეს