სააკაშვილი: მერაბიშვილი ძალიან ვაჟკაცურად მოიქცა

„მერაბიშვილის მიმართ დიდი პატივისცემა მაქვს, 7 წელი სრულიად უსამართლო სასჯელი მოიხადა, “ – ამის შესხებ განცხადებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინის ეროვნული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი გადაცემა „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ აკეთებს.

მისი განცხადებით, მერაბიშვილი ციხეში ყოფნის პერიოდში ძალიან ვაჟკაცურად მოიქცა.

„მე ვანო მერაბიშვილის მიმართ დიდი პატივისცემა მაქვს იმიტომ, რომ 7 წელი სრულიად უსამართლო სასჯელი მოიხადა. ერთი განცხადება რომ დაეწერა და ჩემზე რამე ეთქვა მას სხვანაირად მოექცეოდნენ. აქ იყო ჩამოსული და მადლობა რომ გადავუხადე ტყუილად მეუბნები მადლობას ეს შენი გულისთვის კი არა საკუთარი თავის გულისთვის გავაკეთეო, რადგან საკუთარ თავს სარკეში ვერ ჩავხედავდიო. ძალიან ვაჟკაცურად მოიქცა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი – საქართველოს ისტორიიდან ვერავინ ამომშლის
შემდეგი სტატიაანა ფოტიგა: ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან მაგრამ ციხეში ისინი არაერთხელ მოვინახულე