სააკაშვილი – საქართველოს ისტორიიდან ვერავინ ამომშლის

გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მხიეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქართულ პოლიტიკაში ძალიან ბევრი ახალი და საინტერესო სახე მოდის.

სააკაშვილის თქმით, მას უკრაინაში ძალიან ბევრი ახალგაზრდა ესტუმრა ბოლო წლების განმავლობაში და სამახსოვროდ საქართველოს რუკაც უსახსოვრეს.

„მე საქართველოს ისტორიიდან ვერავინ ამომშლის. მე პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში არასდროს ვიყავი ჩართული. ჩვენ ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი გყვავს საქართველოში. ძალიან ბევრი ახალი ადამიანი მოდის პოლიტიკაში. ბოლო წლებში ასობით ახალგაზრდა იყო ჩამოსული აქ, აი, ამ სახლში და მათი ჟრიამული ისმოდა. საოცარი შთაბეჭდილება მოახდინეს ჩემზე. მაჩუქეს საქართველოს რუკა, რომელიც მუდმივად თან მკიდია. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, იმაზე უკეთესად, ვიდრე წარმომედგინა“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

სააკაშვილი განცხადებით, მისი ამჟამინდელ თანამდებობაზე დანიშვნა უკრაინის ხელისუფლებისთვის ადვილი გადაწყვეტილება არ ყოფილა.

 

„საქართველოში რატომ მოხერხდა რეფორმები? იმიტომ, რომ საქართველოში იმდენად ცუდად იყო საქმე, იმდენად მომსპარი იყო ყველაფერი, რომ უბრალოდ, საბოლოო ჯამში, ეს პაციენტიც იმდენად სასოწარკვეთილი იყო და ვეღარც ინძრეოდა, სხვა გამოსავალი არც იყო. უკრაინაში, შორეულ წარსულამდე, ასე თუ ისე, ყველაფერი დალაგებული იყო.

ახლა გაჭირდა ძალიან, ახლა გაღარიბდა უკრაინა. ახლა მოდის კიდევ დიდი კრიზისი. პოტსაბჭოთა ქვეყნებში… მთელს მსოფლიოშია ეს პრობლემები, მაგრამ განსაკუთრებით საქართველოში, უკრაინაში და ასეთ ქვეყნებში ძალიან დიდი გაჭირვების ტალღა მოდის. ძალიან დიდი უბედურება მოდის ჩვენს ხალხებზე, თითეულ ოჯახზე. ახლა კარანტინიდან გამოვა ხალხი, 2-3 კვირაში მიხარჯავს-მოხარჯავს ფულს, რაც დარჩევნია. მერე აღმოაჩენს, რომ ფული აღარ არის, აღმოაჩენს, რომ სამუშაო ადგილებიც აღარ არის. უცხოეთში წასასვლელიც აღარაა. აღმოჩნდებიან თავის გაჭირვებასთან 1-1-ზე. ასეთ პირობებში კრიზისი კიდევ უფრო დიდი გამოწვევაა. ასევე ძალიან დიდი შესაძლებლობაა სერიოზული რეფორმების. ამის იმედი მაქვს მე. ძალიან კარგად რომ ჰქონდეთ საქმე, მე ხომ არ დამიძახებდნენ? ჩემი დანიშვნა ხომ არ იყო ასე ადვილი, აქ ხომ ძალიან დიდი ძალები აფუთფუთდა. შარვლიდან ამოხტა რუსეთის მთელი პროპაგანდისტული მანქანა“, – განაცხადა სააკაშივლმა.

banner
წინა სტატიაშიოცნება ბრიუსელში წერილს აგზავნის და ევროპარლამენტარებს ელჩებთან შუამდგომლობას სთხოვს
შემდეგი სტატიასააკაშვილი: მერაბიშვილი ძალიან ვაჟკაცურად მოიქცა