“სააკაშვილი განიცდის იმ ადამიანების მდგომარეობას, რომლებიც ახლა ენმ-ს ოფისის ტერიტორიაზე შიმშილობენ”

მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი განიცდის იმ ადამიანების მდგომარეობას, რომლებიც ახლა ენმ-ს ოფისის ტერიტორიაზე შიმშილობენ.

მისივე თქმით, ორივე პრეზიდენტის განწყობაა, რომ თუ შესაძლებელია პროტესტის ამ ფორმის დასრულების მოტივაცია შეიქმნას.

“პრეზიდენტი ძალიან დარდობს იმ ადამიანებზე, ვინც ეხლა შიმშილობენ და ჩვენი ორივეს განწყობა არის, რომ თუ შესაძლებელია რაღაცნაირად ვურჩიოთ ამ ადამიანებს, რომ უფრო მოუფრთხილდნენ თავიანთ თავს და გარკვეულწილად, იქნებ ამ შიმშილობის განელების თუ დამთავრების მოტივაცია შეიქმნას. ეს ჩემი განწყობაც არის და ძალიან დარდობს ბატონი პრეზიდენტი ამ საკითხებთან დაკავშირებით”, – თქვა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგვარამია მარგველაშვილზე: გამახსენეთ, ვინ ყოფილა ასეთი უშიშარი, მკაფიო და მართალი
შემდეგი სტატია“გულუბრყვილო მოლოდინი და ილუზიები არ მაქვს, თუმცა დარწმუნებული ვარ სამოქალაქო თანხმობას შანსი უნდა ჰქონდეს”