გვარამია მარგველაშვილზე: გამახსენეთ, ვინ ყოფილა ასეთი უშიშარი, მკაფიო და მართალი

გამახსენეთ, ვინ ყოფილა ასეთი უშიშარი, მკაფიო და მართალი სააკაშვილის და მისი პატიმრობის შეფასებაში? ან პუტინის ხსენება ვინ გაბედა? (ენმ -ს არ ვგულისხმობ)… ეს არის ისტორიული ტექსტი – ასე აფასებს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი და მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი, ნიკა გვარამია მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებებს, რომელიც მან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან გააკეთა.

ნიკა გვარამიას წერს, რომ ამ ტექსტით საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი უკიდურესად პოზიტიურად და სამუდამოდ ჩაწერა საქართველოს ისტორიაში.

“გიორგი მარგველაშვილი, გორის ჰოსპიტალში სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ:

“ადამიანი, რომელიც აქ არის პატიმრობაში, ჩემთვის არის ხაზგასმით პუტინის პატიმარი და ამას უნდა გავუსწოროთ თვალი. საქართველოში, და არა მარტო საქართველოში, პუტინთან დაპირისპირებაში გამორჩეული პოლიტიკოსი, რომლის ქართველების მიერ დაპატიმრება და გამოკეტვა პუტინის უმთავრესი ინტერესია”.

გამახსენეთ, ვინ ყოფილა ასეთი უშიშარი, მკაფიო და მართალი სააკაშვილის და მისი პატიმრობის შეფასებაში? ან პუტინის ხსენება ვინ გაბედა? (ენმ -ს არ ვგულისხმობ)

ეს არის ისტორიული ტექსტი (ისეთივე, როგორც თავის დროზე იყო მარგველაშვილის განცხადება რ2თან დაკავშირებით), რომელმაც საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი უკიდურესად პოზიტიურად და სამუდამოდ ჩაწერა საქართველოს ისტორიაში”- წერს ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაში“საქმეებზე, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულად ფასდება, პოლიტიკური მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს”
შემდეგი სტატია“სააკაშვილი განიცდის იმ ადამიანების მდგომარეობას, რომლებიც ახლა ენმ-ს ოფისის ტერიტორიაზე შიმშილობენ”