“გულუბრყვილო მოლოდინი და ილუზიები არ მაქვს, თუმცა დარწმუნებული ვარ სამოქალაქო თანხმობას შანსი უნდა ჰქონდეს”

გულუბრყვილო მოლოდინი და ილუზიები არ მაქვს, თუმცა დარწმუნებული ვარ სამოქალაქო თანხმობას შანსი უნდა ჰქონდეს – განაცხადა ნიკა მელიამ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ.

სამოქალაქო თანხმობის მიღწევის პროცესში დაწყებული შეხვედრების ფორმატში, ენმ-ს ლიდერი პრეზიდენტ ზურაბიშვილს ცოტა ხნის წინ შეხვდა.

“სამოქალაქო თანხმობა ჩემთვის ამ ეტაპზე გულისხმობს ორი კომპონენტის მოწესრიგებას და ერთხელ და სამუდამოდ ამ მიმართულებით მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღებას – პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულებას, პოლიტიკური დევნის დასრულებას” განაცხადა მელიამ.

წინა სტატიაში“სააკაშვილი განიცდის იმ ადამიანების მდგომარეობას, რომლებიც ახლა ენმ-ს ოფისის ტერიტორიაზე შიმშილობენ”
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: ბუნებრივი იქნებოდა, ჩავატაროთ სამი პრეზიდენტის ფორმატი