სააკაშვილი: ესაა ჩემი საგანგებო მიმართვა, “ოცნება” და ბიძინა ივაბიშვილი დამთავრდა

“ესაა ჩემი საგანგებო მიმართვა, ახლა ვუყურებ ყველა ციფრს, მომდის საარჩევნო უბნებიდან ბიულეტენები, ეგზიტპოლები და მინდა გამოგიცხადოთ, რომ ქართული ოცნება, ბიძინა ივაბიშვილი დამთავრდა.

ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველანი საარჩევნო უბნებზე მივიდეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ციფრები იყოს მაქსიმალურად ნაკლები მათთვის და მაქსიმალურად მეტი ოპოზიციისთვის.

ჩვენ, ქართველმა ხალხმა, უკვე უნდა გადავიბაროთ ქვეყანა და ყველამ ერთად დავიწყოთ ახალი საქართველოს მშენებლობა ყოველგვარი პიროვნული ამბიციების გარეშე. ყველაფერი კარგად მიდის, მიაწექით ბოლომდე. ახლა ძალიან მნიშვნელოანი ისტორიული მომენტია. ძალიან მაგრად მიდის საარჩევნო პროცესი… მოგებული გვაქვს ეს არჩევნები, ქართველ ხალხს. ”
-ამბობს საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ Facebook გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნების“ მდგომარეობა გამარჯვების შემთხვევაშიც კი რთული იქნება
შემდეგი სტატიაცესკო – 15:00 საათის მონაცემებით, ყველაზე მაღალი აქტივობა ფიქსირდება რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში, ხოლო ყველაზე დაბალი ქვემო ქართლის რეგიონში