ცესკო – 15:00 საათის მონაცემებით, ყველაზე მაღალი აქტივობა ფიქსირდება რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში, ხოლო ყველაზე დაბალი ქვემო ქართლის რეგიონში

region
ავტ.: region ოქტომბერი 31, 2020 16:53

ცესკო – 15:00 საათის მონაცემებით, ყველაზე მაღალი აქტივობა ფიქსირდება რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში, ხოლო ყველაზე დაბალი ქვემო ქართლის რეგიონში

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15: საათის მონაცემებით, არჩევნებში ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ისევ მე-19 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, კერძოდ, რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში-49.5 პროცენტი, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა არის ქვემო ქართლის რეგიონში-33.9 პროცენტი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ მედიას 15:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაცია გააცნო. ანა მიქელაძის თქმით, ამ დროისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 36.45 პროცენტია, რაც რაოდენობრივად 1 279 947 ამომრჩეველია.

„კენჭისყრის პროცესი გრძელდება და მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ამომრჩევლებს იაქტიურონ, ვინაიდან არჩევნების დასრულებამდე 4 საათი დარჩა. ასევე, შეგახსენებთ, რომ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შექმნილი 127 სპეციალური უბანი 311 გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით ემსახურება ამომრჩევლებს“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

region
ავტ.: region ოქტომბერი 31, 2020 16:53