სააკაშვილი: ერთადერთი, რასაც ამზადებენ ახლა ამერიკელები არის სანქციები მოსამართლეების მიმართ

ერთადერთი, რასაც ამზადებენ ახლა ამერიკელები არის სანქციები მოსამართლეების მიმართ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც “მთავარი არხის” ეთერში, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ ხელისუფლების ქმედებები და მოსამართლეთა დანიშვნის საკითხი შეაფასა.

“ერთადერთი რასაც ამზადებენ ახლა ამერიკელები არის სანქციები მოსამართლეების მიმართ. მათ აქვთ სრული სია გამოთხოვილი, რომელიც ქართულმა არასამთავრობოებმა გადასცეს, რომელმა მოსამართლემ რა მოიპარა, ვის რა ქონება აქვს, პრაქტიკულად ყველა ცნობილი გვარია ამ სიაში. ასევე ბათუმში ასამართლებს ერთი თაღლითი მოსამართლე უკრაინელ მეზღვაურებს და მათ შორის მიშა ბატურინს და 4 წლის მისჯას აპირებენ სრულიად უდანაშაულო ადამიანებისთვის, ამიტომ სანამ ცხვირში მაგათ არ მოხვდებათ ეს სანქციები ჭკუას ვერ ისწავლიან, სანქციაც მოხვდებათ და ციხეშიც დაამთავრებენ”,- თქვა მიხეილ სააკაშვილმა “დღის სტუმრის” ეთერში.

banner
წინა სტატიაშიგახარია არის “ქართული ოცნების” ჩამოშლის სიმპტომი
შემდეგი სტატიასაქართველოში ნიდერლანდების ელჩი:ძალიან მნიშვნელოვანია, ყველას თანასწორი უფლებები ჰქონდეს