საქართველოში ნიდერლანდების ელჩი:ძალიან მნიშვნელოვანია, ყველას თანასწორი უფლებები ჰქონდეს

მოხარული ვარ, რომ მეძლევა საშუალება, გამოვხატო სოლიდარობა ლგბტ საზოგადოების მიმართ, – ამის შესახებ საქართველოში ნიდერლანდების ელჩმა მაიკე ვან კოლდამიმ „თბილისი პრაიდის“ კვირეულის პირველი ღონისძიების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველას თანასწორი უფლებები ჰქონდეს.

„მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ყველას ჰქონდეს თავისუფლად შეკრების და ისეთად ყოფნის თანასწორი უფლება, როგორც თავად სურს. იმედი მაქვს ამ უფლების განხორციელება შესაძლებელი იქნება მომავალში,ისევე როგორც დღეს“, – განაცხადა მაიკე ვან კოლდამიმ.

„თბილისი პრაიდის“ კვირეული დღეს დაიწყო. პირველ ღონისძიებად ფილმის ჩვენება გაიმართა, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ტერიტორიასთან, სადაც ფილმის ჩვენება მიმდინარეობდა, პრაიდის მოწინააღმდეგეები იყვნენ შეკრებილი. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდამცველებსა და პრაიდის მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირებისას პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: ერთადერთი, რასაც ამზადებენ ახლა ამერიკელები არის სანქციები მოსამართლეების მიმართ
შემდეგი სტატიასაფრანგეთის იუსტიციის სამინისტროში, გამოძიების ფარგლებში, ჩხრეკა ჩატარდა