გახარია არის “ქართული ოცნების” ჩამოშლის სიმპტომი

ბებიაჩემი მზია წერეთელი

გახარია არის მათი “ქართული ოცნების” ჩამოშლის სიმპტომი – აცხადებს “მთავარი არხის” ეთერში საუბრისას საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, გახარიას პოლიტიკურ ველზე გამოსვლა რუსული თამაშია და ყოფილი პრემიერი რუსეთის “ახალი ფავორიტია”.

მისივე თქმით, სწორედ გახარიას გააქტიურებამ გამოიწვია პოლიტიკურ სივრცეში ლევან ვასაძის უკანა პლანზე გადაწევა.

“გახარია არის მათი ჩამოშლის სიმპტომი, თავს ნუ მოვიტყუებთ საქართველოში არის დაფინანსების ორი წყარო: ივანიშვილი და რუსეთი, საკუთარი ფული და ბებიისგან მემკვიდრეობით არის სისულელე. მე მაინც მგონია, რომ გახარია არის რუსული პროექტი, მგონი კი არა, ასეა. ვაშინგტონში ერთ-ორ ისეთ ადამიანს შეხვდა ნიშანდობლივი იყო და საერთოდ ვაშინგტონში რომ გავარდა ესეც სუფთა რუსული თამაშია, რომ თავისი მარიონეტები გაუშვან ვაშინგტონში და შეახვედრონ გავლენიან ჯგუფებს. რუსული პროექტი იყო თავიდან ბურჯანაძე, მერე გადაერთნენ ირმა ინაშვილზე, ივანიშვილი იყო და იყო, მანამდე პატარკაციშვილი, ისინი დახტიან პროექტიდან პროექტზე. მერე იყო ვასაძე და მერე ვასაძესაც უთხრეს: აბა, დაახვიე მაქედან, ნუ უშლი ხელს გახარიას, იმიტომ რომ ეს პროექტია ფავორიტი”,- ამბობს მიხეილ სააკაშვილი “დღის სტუმრის” ეთერში .

banner
წინა სტატიაშიეს არის ისტორია, რომელიც ეხება ლგბტ საზოგადოებას და ზოგადად ადამიანის უფლებებს
შემდეგი სტატიასააკაშვილი: ერთადერთი, რასაც ამზადებენ ახლა ამერიკელები არის სანქციები მოსამართლეების მიმართ