სააკაშვილი: ეკლესია ჩემს დროს გაძლიერდა და ამით ვამაყობ

საქართველო არის ფუნდამენტურად ქრისტიანული ქვეყანა, მოსწონს ეს ვიღაცას თუ არ მოსწონს, საქართველის აქვს ძალიან ღრმა ტრადიციები, საქართველოს ეკლესია გაძლიერდა განსაკუთრებით ჩემს დროს და ამით მე ვამაყობ, იმიტომ, რომ ის გაძლიერდა ქართულ სახელმწიფოებრიობასთან ერთად, ქართული სახელმწიფოებრიობის გაძლიერებას მოჰყვა ეკლესიის გაძლიერება და რწმენის განტკიცება, არამხოლოდ ბოდიშს არ მოვიხდი ამაზე, არამედ, ეს მიმაჩნია ჩემს პირად მიღწევად, როგორც სხვა ადამიანების, ვინც ამას ხელს უწყობდა, და მიმაჩნია, რომ საქართველოსთვის ეს არის დადებითი პროცესი.

თუ ვიღაცას უნდა ამის ბოროტად გამოყენება, თუ ვიღაცამ ვიღაცის ინტერესებში იმოქმედა, ესეც მოჰყვება, ყველა დადებით პროცესს რაღაც ჭუჭყი მოჰყვება, მაგრამ ახლა ასეთი ხელაღებით შეტევა ეკლესიაზე, როგორც ინსტიტუტზე, ამის გავრცობა ზოგადად რწმენაზე, ზოგადად მორწმუნე ადამიანების გაქილიკება და აბუჩად აგდება, ეს არის სრულიად მიუღებელი, რადგან ეს არის ფუნდამენტურად ანტიქართული, ჩვენ არ უნდა დავუტოვოთ ეკლესიის თემა, ეროვნულობის თემა, რწმენის თემა, პროორუსულ ჯგუფებს, არაფერ შუაში არ არის რუსეთი და ჩვენი ეკლესია. მე ვარ ამ ეკლესიის შვილი, მე ვარ ადამიანი, ვინც ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად, ბევრი რაღაცა გავაკეთეთ იმისთვის, რომ რწმენა განმტკიცებულიყო, იმისთვის, რომ ჩვენი ტრადიციული ფასეულობები გაძლიერებულიყო ”-აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიბოკერია: თუ პროპორციულ სისტემას არ მიიღებენ ეს ივანიშვილის გადაწყვეტილება იქნება
შემდეგი სტატიამაჟორიტარების გამო ივანიშვილი ამერიკელებმა გააფრთხილეს?