ბოკერია: თუ პროპორციულ სისტემას არ მიიღებენ ეს ივანიშვილის გადაწყვეტილება იქნება

გიგა ბკერიას ე. წ მოდულის შენობაში დაიბარეს

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიგა ბოკერია, უმრავლესობის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე კენჭისყრის გადადებას ფორმულას ეთერში გამოეხმაურა.

პარლამენტში დღეს მომხდარი მოვლენების კომენტირებისას ბოკერიამ განაცხადა, რომ ეს მაჟორიტარების მხრიდან პოლიტიკურ ვაჭრობას აგონებს.

“დღეს ეს შიდა ვაჭრობა იყო თუ რაღაც ყურადღების მიქცევის მცდელობა, კუნთების თამაში თუ სპექტაკლი არ ვიცი. რომელია ზუსტი სცენარი ვერ გეტყვით, მოვა ხვალიდნელი დღე და იქნება კენჭისყრა. ერთი შეხედვით რაც ჩანს, საკუთარი ადგილისთვის ჭიდაობაა, ისინი ამას პოლიტიკურ თავმოყვარეობას ეძახიან, თუმცა ყველაფერი ძალიან გავს ვაჭრობას”, — განაცხადა ბოკერიამ.

პროპორციულ სისტემაზე საუბრისას ბოკერიამ აღნიშნა, რომ თუ კი საბოლოოდ ცვლილების მიღება არ მოხდება ეს პირადად ივანიშვილის გადაწყვეტილება იქნება.

“ეს ჯერ არ არის ის მომენტი რომელზეც ვიტყვით, რომ ივანიშვილმა ამ რისკზე წასვლა გადაწყვიტა. თუ საბოლოო ჯამში ამ ცვლილების მიღება არ მოხდება ეს ყველა შემთხვევაში ივანიშვილის გადაწყვეტილება იქნება. ამ გადაწყვეტილებას მოყვება ცუდი შედეგები ქვეყნისთვის, მაგრამ ბევრად უფრო ცუდი პირადად ივანიშვილისთვის და მთლიანად მისი გუნდისთვის”, — ამბობს გიგა ბოკერია.

ბოკერიას თქმით, ცვლილების ჩაგდებისთვის წინააღმდეგ 30 დეპუტატი უნდა წავიდეს და თუ კი ეს მოხდება ნებისმიერ შემთხვევაში ეს მმართველი პარტიის თავმჯდომარის პასუხისმგებლობა იქნება.

დღეს პარლამენტმა ჩააგდო ოპოზიციის წინადადება პროპორციული საარჩევნო სისტემისა და 3%-იანი ბარიერის შესახებ. ამავდროულად, უმრავლესობამ გადადო კენჭისყრა პროპორციულ ნულოვან ბარიერის საარჩევნო სისტემაზე. საკანონმდებლო ორგანოში ხმაური იყო დილიდან. დაგეგმილი ცვლილების წინააღმდეგ პარლამენტის რამდენიმე მაჟორიტარი წავიდა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პირობა ბიძინა ივანიშვილმა 24 ივნისსს მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე გააჟღერა, რომელიც პარლამენტში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტს მოჰყვა.

banner
წინა სტატიაშიგანსაკუთრებით ისეთი დეპუტატები აქტიურობდნენ, “რადიატორთან” რომ ისხდნენ 3 წელი
შემდეგი სტატიასააკაშვილი: ეკლესია ჩემს დროს გაძლიერდა და ამით ვამაყობ