მაჟორიტარების გამო ივანიშვილი ამერიკელებმა გააფრთხილეს?

კონსულტაციების ძირითადი ფაზა დასრულდა-ირაკლი კობახოძე„ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და საეკლესიო სკანდალით დაოსებული ერი სხვა ნოტზე გადაიყვანა. 12 ნოემბრის დილით, პარლამენტის 40 მაჟორიტარი დეპუტატის სახელით გაკეთდა განცხადება, რომ ისინი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ეწინააღმდეგებიან. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას საკონსტიტუციო ცვლილებისთვის საჭირო ხმები სჭირდება, „ოცნება“ მაჟორიტარების გარეშე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.

მმართველი პარტია რომ პროპორციული სისტემაზე გადასვლის ჩაგდებას აპირებდა, ამის შესახებ „ქრონიკა +“-ს „ახალი საქართველოს“ წევრმა ანა კობახიძემ განუცხადა. მისი თქმით, „ოცნების“ წევრები უკვე ღიად აფიქსირებენ იმ აზრს, რომ მაჟორიტარული წესის გაუქმებით თითქოს იმ მოქალაქეების უფლება ირღვევა, ვისაც სურს რომ პარლამენტში მაჟორიტარი ჰყავდეს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მაჟორიტარები მხოლოდ საკუთარი თავისთვის არიან და ხალხი სულ ფეხებზე ჰკიდიათ, უცნაურია თუ რატომ უნდა იკლავდეს თავს ამომრჩეველი პარლამენტში მაჟორიტართა მოხვედრაზე. გაზეთის გამოსვლიდან სულ რამდენიმე საათში „ოცნების“ მაჟორიტარებმა დაადასტურეს კობახიძის სიტყვები, რომ მათ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება სურდათ.

ორიოდე თვის წინ „თაიმერი“ წერდა, რომ მას შემდეგ რაც ივანიშვილმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ განცხადება გააკეთა, მაჟორიტარებმაც „მთავარს“ პირობები წაუყენეს, გარანტიები მოითხოვეს და მისი დაშანტაჟებაც კი სცადეს. არ არის გამორიცხული, რომ მაჟორიტართა დემარშის მცდელობა ამ შანტაჟის ნაწილი იყოს. „თაიმერის“ ინფორმაციით, მათ მთავარი მეოცნებისგან მყარი გარანტიები ვერ მიიღეს, რომ ცვლილებების მხარდაჭერის სანაცვლოდ ისინი მსუყე ლუკმის გარეშე არ დარჩებოდნენ. გარანტიები კი არა, როგორც ჩვენი წყარო იუწყება, ამ დღეებში ივანიშვილი კიდევ ერთხელ შეხვდა „ოცნების“ ელიტას. მან მაჟორიტარებს და ქალაქის მერებს სულ უნამუსოები უძახა. კიდევ სხვა სიტყვაც იხმარა, რომელსაც ჩვენ არ გავიმეორებთ. იგი ისეთი გაცხარებული იყო, რომ თურმე ისიც კი მოუთხოვია, რომ არჩევნებისთვის ყველა მერმა თანამდებობა დატოვოს. ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ივანიშვილმა მაჟორიტარები აამხედრა და მათი ხელით ცდილობს პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ჩაშლას.

ამ სისტემაზე გადასვლა ივანიშვილს დიდად არ სურს, მაგრამ დასავლეთის წინაშე თავის “შერცხვენაც” არ უნდა. ისედაც ბევრი შარი აქვს აკიდებული და დიდი ალბათობით, მაჟორიტარები საკუთარი ნებით შესაძლოა აბუნტდნენ. შეიძლება ამით საზოგადოების განწყობის შემოწმებაც მოხდეს. როგორც ამბობენ, შეუცნობელი არიან “ხრიკნი ოლიგარქისანი”. აქ არის ერთი მომენტიც, მაჟორიტარების უმეტესობამ გაიგო, რომ 2020 წლის საარჩევნო სიაში ვეღარ მოხვდება. სია ვახსენეთ და სიასთან დაკავშირებით საინტერესო ამბები გავრცელდა. ერთი ვერსიით სიის სათავეში გიორგი გახარია იქნება, ხოლო მეორე ვერსიით, პირველი ნომერი შეიძლება ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე გახდეს. ეს ეჭვები მისმა ინტერვიუმ გააჩინა.

2012 წლის შემდეგ მას არანაირი განცხადება არ გაუკეთებია. ურევია თუ არა ამ მაჟორიტარულ ინტრიგებში ივანიშვილის ხელი, მალე გამოჩნდება და თუ ეს მართლაც ასეა, ამით „ოცნების“ ლიდერი კიდევ უფრო დაუპირისპირდება დასავლეთს, რომელიც მას უკვე ალმაცერად უყურებს. ევროპარლამენტი თავის რეზოლუციაში იმის ჩაწერას აპირებს, რომ „ოცნების“ ხელისუფლებას პოლიტპატიმრები ჰყავს. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის აზრით კი, ივანიშვილის ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებს დევნის. ამის გარდა დიპლომატიურ სკანდალშიც გაეხვია „ოცნება“. აშშ-ს კონგრესზე ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ფიონა ჰილსმა განაცხადა, რომ საქართველომ ელჩის პოსტზე ბრიჯიტ ბრინქსის კანდიდატურა დაბლოკა. მიზეზად ის დაასახელა, რომ ის მიხეილ სააკაშვილის მეგობარი იყო.

ბოლოს კი ყველაზე საინტერესო. მას შემდეგ, რაც მაჟორიტარები ახტნენ, ივანიშვილთან ამერიკელები მივიდნენ სტუმრად. „ოცნებასთან“ დაახლოებული წყარო „თაიმერს“ უყვება, რომ სტუმრები ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები იყვნენ. ჩვენი წყაროს თქმით, შეხვედრის თემა საარჩევნო სისტემა იყო და ამერიკელებმა ის გააფრთხილეს, რომ ხალხის ნების წინააღმდეგ არ წავიდეს. დიდი ალბათობით, მათი საუბარი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ იქნებოდა. ამ დღეებში გაირკვევა, სტუმრებმა დაარწმუნეს ივანიშვილი, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა აუცილებელია თუ ამ, უკანასკნელმა დაარწმუნა სტუმრები, რომ პროპორციული სისტემა არც ისე საჭიროა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.ივანიშვილს თავისუფლებად შეიძლებოდა ეთქვა ამერიკელებისთვის,. პროპორციული სისტემა რომ კარგი იყოს თქვენ ვინ დაგასწრებდათ მაგ სისტემაზე გადასვლასო.

 

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: ეკლესია ჩემს დროს გაძლიერდა და ამით ვამაყობ
შემდეგი სტატიამიმართვა მართლამდიდებელი ეკლესიის მეთაურებს