სააკაშვილი: ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციის პარლამენტში შეტყუებას სხვადასხვა მეთოდით ცდილობს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ის, შეიძლება, გარკვეულ საკითხებში, მაგალითად, უცხოელების შეფასებაში, “მთავარი არხის” დირექტორს, ნიკა გვარამიას არ დაეთანხმოს, მაგრამ, მისი აზრით, ნიკა გვარამიას პირდაპირობა და თავგანწირვა პატივისცემას იმსახურებს.

“ნიკა გვარამიამ თქვა, რომ საქართველოს ინტერესებს რაც ეხება, მე რასაც ვფიქრობ, იმას ვიტყვი – სულ არ მაინტერესებს, ეს მიღებულია თუ არამიღებულია, პოლიტიკურად კორექტულია თუ არაკორექტულია, დავიჩაგრები თუ არ დავიჩაგრები, აი, ეს არის თავგანწირვა. ახლა ყველამ თუ თავის კომფორტზე ვიფიქრეთ, და ფეხი ფეხზე გადავიდეთ, ჩვენ, შეიძლება, ვცდებოდეთ კიდევაც, მაგრამ ხალხს უნდა დავანახოთ, რომ ხალხის გამო ყველაფერზე წამსვლელი ვართ”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილმა გადაცემაში, ასევე, ივანიშვილის ტაქტიკაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციის პარლამენტში შეტყუებას სხვადასხვა მეთოდით ცდილობს.

“ჩვენ უნდა გავაკეთოთ ფართო კოალიცია. ჩვენ გვჭირდება ყველა პატარა ჯგუფი, ვინც ბიძინა ივანიშვილის მოსყიდვის ცდუნებას არ აყვება, ვინც არ გახდება ნაწილი ამ დიდი უღირსობის, რასაც ივანიშვილი უმზადებს ოპოზიციის ნაწილს, რის გამოც გადადო ამ დეპუტატების უფლებამოსილების გაუქმება .

ესენი არიან სრული “ბეზპრიძელშნიკები”. ჩემი დაცვის ყოფილი წევრს, რომელიც მეგობრებთან ერთად გემით გადაადგილდებოდა ყველა საერთაშორისო წესის დაცვით, გავარდნენ ზღვაში სტაცეს ხელი და გამოათრიეს, იმიტომ რომ დეკლარილებული იყო სახელი და გვარი. ჰყავთ ციხეში არაფრისთვის. უკაცრავად ყველაფერს ხომ საზღვარი აქვს, ტიპი აიყვანეს ტყვედ იმის გამო, რომ როდესღაც ჩემთან იყო დაკავშირებული და მიცნობს. ადამიანს ჩაგრავენ მხოლოდ იმის გამო, რომ მე მიცნობს. სააკაშვილში ხომ არაა საქმე. ადამიანებს ღირსეული ცხოვრება უნდათ, ძალიან დიდი უსამართლობა ხდება ქართველი ხალხის მიმართ, ძალიან დიდი უბედურება ხდება თითოეული მოქალაქის მიმართ. აქ სააკაშვილებში რომ იყოს საქმე საერთოდ ავორთქლდებოდი და გავქრებოდი ოღონდ ჩემ ხალხს რამე ეშველოს. ძალიან დიდ უსამართლობას ვუპირისპირდებით. ამ სიტუაციაში რაზე ვსაუბრობთ? “ნაციონალურ მოძრაობას” რეგისტრაციას თუ გაუუქმებენ, გააუქმონ, თუ დაფინანსებას ჩამოართმევენ, ჩამოართვან”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშინაცვლიშვილი და ფარცხალაძე ღარიბაშვილთან შეხვედრას მთხოვდნენ, უარის შემდეგ ბრალი წამიყენეს – მელია
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი: ყველაზე ეფექტიანი სანქცია იქნებოდა ასეთი პარტიის არჩევნებიდან მოხსნა