ნაცვლიშვილი და ფარცხალაძე ღარიბაშვილთან შეხვედრას მთხოვდნენ, უარის შემდეგ ბრალი წამიყენეს – მელია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთერთი ლიდერი, ნიკა მელია “მთავარ არხთან” ამბობს, რომ 2013 წელს მას, “ოცნების” წარმომადგელნები, ლაშა ნაცვლიშვილი და ოთარ ფარცხალაძე, სთხოვდნენ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას და მის გაცნობას. ნიკა მელიას თქმით, შეხვედრაზე უარის თქმის შემდეგ მას “ქართუ ბანკის” ხელოვნურად გაკოტრების საქმეზე ბრალი წაუყენეს.

2013 წლის დასაწყისში, სანამ თბილისის მერობის კანდიდატად დავსახელდებოდი, მაშინდელი, “ქართული ოცნების” ორი გავლენიანი ადამიანი შემხვდა, ვიყავი მთაწმინდის რაიონის გამგებელი, ერთი იყო, ლაშა ნაცვლიშვილი, მაშინდელი გენერალური პროკურორის მოადგილე და დიდი უფლებებით სარგებლობდა, დღეს საერთოდ მთავარი იდეოლოგია “ქართული ოცნების”, მეორე იყო ოთარ ფარცხალაძე, საერთო ახლობლების მეშვეობით დამიკავშირდნენ და შევხვდი ამ ხალხს, და თხოვნა იყო, რა, რომ – ირაკლი ღარიბაშვილი და შენ ხართ ერთი თაობის წარმომადგენლები და გვინდა, რომ შეგახვედროთ, ერთი კვირის ინტერვალით იყო ეს ორი შეხვედრა.

მე ვეუბნებოდი, რატომ უნდა შევხვდე? და ვუპასუხე მადლობა ყურადღებისთვის, მაგრამ მართლა არ მაქვს ინტერესი და პლუს-მეთქი იმდენად მიუღებელია “ქართული ოცნება” ჩემთვის სურვილიც არ მაქვს-მეთქი, კარგი იქნებოდა, რომ შეხვედრილიყავითო. ეს შეხვედრა რომ ვერ შედგა, დაახლოებით ერთ თვეში ბრალი წამიყენეს, -იხსენებს “მთავართან” ნიკა მელია.

შეგახსენებთ, რომ ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ბანკი „ქართუს“ ხელოვნურად გაკოტრების საქმეზე ნიკა მელიას, ზურაბ ადეიშვილს და კიდევ რამდენიმე ყოფილ მაღალჩინოსან ბრალი 2013 წლის იანვარში წარედგინათ.

banner
წინა სტატიაშისოფლის იმედი- ნონა
შემდეგი სტატიასააკაშვილი: ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციის პარლამენტში შეტყუებას სხვადასხვა მეთოდით ცდილობს